ურთიერთობის უმაღლესი ეტაპი - მმართველი გუნდის წევრები პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგებს აჯამებენ
ურთიერთობის უმაღლესი ეტაპი - მმართველი გუნდის წევრები პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგებს აჯამებენ. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს - მთავარი გზავნილის გარშემო ბაქოში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. წარმატებული და მნიშვნელოვანი ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დასტურად შეფასდა. რეგიონში არსებული გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულების გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ბაქოში იმსჯელეს