ავსტრიის ბუნდეს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება
ავსტრიის ბუნდეს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების ნახევარ-მცველი, „შტურმში“ „დინამო თბილისიდან“ 2018 წელს გადავიდა. ამ პერიოდში 28 წლის ფეხბურთელმა კლუბის შემადგენლობაში 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა მიითვალა.