სლოვაკეთის მთვრობასთან საგაზო დავის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერს უმასპინძლა
სლოვაკეთის მთვრობასთან საგაზო დავის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერს უმასპინძლა. შეხვედრისას ზელენსკიმ და შიმეჩკამ ორმხრივი ურთიერთობები და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში მოლაპარაკებებისთვის მიწვეული იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, მაგრამ მის ნაცვლად უკრაინის დედაქალაქში სხვა ლიდერი ჩავიდა.