ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მსოფლიო ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერის გაორმაგებისკენ მოუწოდებს. განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა. სტარმერმა დონალდ ტუსკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა პოლონეთთან „ურღვევ ერთობას ნატო-სა და უკრაინის საკითხში“.