დღეს კალიფორნიაში იუ ეფ სი 311-ი ჩატარდება
დღეს კალიფორნიაში იუ ეფ სი 311-ი ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად, რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმა გომე დოვის წინააღმდეგ დაიცავს. ღონისძიების წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა, მან 60.7 კგ დააფიქსირა. ქართველს ემ ემ ეი-ში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 18 გამარჯვება აქვს, ასევე მან ბოლო 11 ბრძოლაში გაიმარჯვა. ნურმა გომე დოვს კი შერეულ ორთაბრძოლებში 18 მოგება აქვს და არცერთხელ დამარცხებულა.