ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დასტური - მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებენ
ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დასტური - მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებენ. რეგიონში არსებული გამოწვევები, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულების გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც ბაქოში იმსჯელეს. გაფორმდა მემორანდუმები, რითაც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს, ურთიერთობა უმაღლეს ეტაპზე გადაჰყავთ.