„იბერია 1999“ ახალი სეზონისთვის ლეგიონერით გაძლიერდა
„იბერია 1999“ ახალი სეზონისთვის ლეგიონერით გაძლიერდა. სურინამელმა ნახევარმცველმა დორასო კლასმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი დორასო კლასი, ნიდერლანდების ჩემპიონატში 5 სეზონის განმავლობაში „დენ ბოსხსა“ და „დენ ჰააგში“ თამაშობდა. „იბერიაში“ გადმოსვლამდე კი სეზონის პირველი წრე ბელგიურ „დეინცეში“ გაატარა.