მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ 30 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით რეალურად არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის, არაფერი შეცვლილა
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ 30 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, რაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას გულისხმობს, რეალურად არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის, არაფერი შეცვლილა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა-ეს არის დამატებითი საბაბი ოპოზიციისთვის, რომ საქართველოს იზოლაციაზე ესაუბრა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.