საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ცენტრალურ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ცენტრალურ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული