მმართველი გუნდის წევრების თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, მორიგი მცდელობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ საზოგადოებაში ეუთოს მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს
მმართველი გუნდის წევრების თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, მორიგი მცდელობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რომ საზოგადოებაში ეუთოს მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მათი ოპონენტები, ამ დეზინფორმაციით შედეგს ვერ მიაღწევენ. ცნობისთვის, გიორგი გახარიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა, ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში დაადანაშაულა