წინასაარჩევნო დაპირების და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთის შესრულება
წინასაარჩევნო დაპირების და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთის შესრულება. “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას შექმნის, კომისიის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას და სხვა შესაბამის უწყებებს ექვსი თვის შემდეგ გადაეცემათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პირველ რიგში დასადგენია რა მასშტაბისაა ნაც მოძრაობის რეჟიმის დანაშაულები. წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება - რა ეჭვებს იწვევს აგვისტოს ომიდან მალევე ნაც მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია და შემდგომ გადადგმული ნაბიჯები - ამ კითხვებს პასუხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე უნდა გაეცეს.