„მეტა“ საკუთარ პლატფორმებზე ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„მეტა“ საკუთარ პლატფორმებზე ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს. ამის მიზეზი კი მარკ ცუკერბერგის თქმით, არის ის, რომ საგანგებოდ შერჩეული ორგანიზაციები შესაძლოა, პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მარკ ცუკერბერგის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კონკრეტული ორგანიზაციების უკან მდგარი კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებდნენ.