ელჩების კონფერენცია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენცია გახსნა. წლევანდელი ამბასადორიალის თემაა „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაში”. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელებმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ამბასადორიალის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების შესახებ თემატური პანელური დისკუსიები გაიმართა
