ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში
ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დერეფანში ძალადობას აპროტესტებდნენ, თავად გახდნენ მოძალადეები. საკრებულოს პრესს სამსახურს ანა სადრაძეს სახის არეში მიაყენეს დაზიანება. სხდომათა დარბაზში იმ დროს შევიდნენ, როცა საკრებულოს სხდომა დაწყებული იყო. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
