პროვოკაციის თავიდან აცილება
საახალწლო ნაძვის ხის ანთება პარლამენტთან გადაიდო. განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. კახა კალაძემ თქვა, რომ საზეიმო ღონისძიება, პირველ რიგში ეკუთვნის პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. ამიტომ, კახა კალაძემ მოქალაქეებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად აპირებდნენ რუსთაველის გამზირისკენ წასვლას, დაშლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ, რუსთაველზე მივიდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და ქართული ოცნების მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები