სკანდალური ინფორმაცია დავით კეზერაშვილის შესახებ
სკანდალური ინფორმაცია დავით კეზერაშვილის შესახებ. ქრონიკამ ფაქტები მოიპოვა. როგორც ირკვევა, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი. დოკუმენტებით ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები და პოლიციელები რუსეთთან ომში, უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იღუპებოდნენ, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბრილიანტებს ყიდულობდა. კეზერაშვილმა ძვირფასი ნივთების ყიდვა ომის შემდეგაც განაგრძო. ფაქტები ადასტურებს, რომ მან ბრილიანტები 2008 წლის 19 აგვისტოს, 4 სექტემბერს და 19 სექტემბერსაც შეიძინა. თემაზე ვრცლად, პოლიტიკური შეფასებებით მომდევნო გამოშვებებში მოგიყვებით.