ხოშტარიას რუბლები
ხოშტარიების მორიგი ტრანში რუსეთიდან. „ქრონიკამ“ დოკუმენტი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონ 448 ათას 108 რუბლი ჩაერიცხა. რამდენიმე დღის წინ „ქრონიკა“ საუბრობდა იმაზე, რომ ხოშტარიამ რუსეთში დარეკა და ფული ითხოვა. „უკაპიკოდ ვარ დარჩენილი, რაღაც უნდა ჩამირიცხოთ სასწრაფოდ“. ეს ხოშტარიას სიტყვებია. რამდენიმე დღეში კი რუსეთიდან მის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა. ელენე ხოშტარია ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს