მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოეწყოს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, და არა მაკკეინის სცენარით. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა.