პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. საუბარია აქციის მონაწილეზე, რომელიც წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია. გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მისი მხრიდან მშობლის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში მონაწილეობდა, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.