"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი
დღეს ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. ოჯახის წევრები და ახლობლები დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მემორიალთან შეიკრიბნენ და 2004 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული გაიხსენეს. ბუტა რობაქიძის მშობლებმა იმ ახალგაზრდებსაც მიმართეს, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციის აქციებზე დგანან.