გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვას უკვე მესამედ მასპინძლობს
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვას უკვე მესამედ მასპინძლობს. ღონისძიებაში 160 ქალი მონაწილეობს. საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს დახვდებათ ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საკვები,ღვინო და საახალწლო სუვენირები. გამოფენა გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარება, პოპულარიზაცია და მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებაა.