“ნაციონალური მოძრაობა”, გვარამია-მელიას პარტია, “ლელო” და გახარიას პარტია - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივ წერილს უგზავნიან
“ნაციონალური მოძრაობა”, გვარამია-მელიას პარტია, “ლელო” და გახარიას პარტია - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივ წერილს უგზავნიან. ითხოვენ დახმარებას, რომელიც გაწერილია ხუთ პუნქტში. მათ შორისაა არჩევნების გამოძიება და ხელახალი არჩევნები, ასევე ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება, ფინანსური დახმარების შეჩერება და ამ დახმარების გადამისამართებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა და ოპოზიციური მედიისთვის. ითხოვენ მკაფიო განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე.