სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთებზე არსებულმა ფოტომახემ რამდენიმე პიროვნება დააფიქსირა. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.