გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია
გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა, კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს. რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია? ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს მიმართა. საელჩოში გვითხრეს, რომ პოსტი ეხება ბერლინის კედლის დაცემას და ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არის მცდარი
