ესპანეთში ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ესპანეთში ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა. სამაშველო სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის რეგიონში მაშველებთან ერთად 17 500 ჯარისკაცი და სამართალდამცველიც მუშაობს. სტიქიის ზონაში ესპანეთის მეფე ჩავიდა. მონარქს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა პროტესტით დახვდა.
