სლოვანი 3:1 პოდ ბრეჟოვა
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში სლოვანი, სადაც გურამ კაშია თამაშობს, სტუმრად პოდ ბრეჟოვას შეხვდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 76-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა. კაშიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა.