რადიკალური ოპოზიცია საგამოძიებო უწყებასთან არ თანამშრომლობს
რადიკალური ოპოზიცია საგამოძიებო უწყებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიებისთვის ნათქვამი უარი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, პროკურატურაში არ მიდის. ამას კი მმართველი გუნდისთვის მარტივი ახსნა აქვს. მათი თქმით, ტელეკამერების წინ ნათქვამ ტყუილზე პასუხისმგებლობა ნულია. ცრუ ჩვენების მიცემაზე კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს