სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის სიცრუეში მხილებას განაგრძობს
"ქართულ"ი ოცნების აღმასრულებელი მდივანი 81 იდენტიფიცირებულ ფაქტზე და შემთხვევაზე საუბრობს, რითაც დასტურდება, როგორ იპარავდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქართული ოცნების ხმებს. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის გაყალბების სქემაზე გააკეთა აქცენტი, რომელსაც მმართველი გუნდი პროკურატურას წარუდგენს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიცია საუბრობს ბრალდებებზე, რისი მცდელობაც და ზოგ შემთხვევაში განხორციელებული დანაშაულიც, სწორედ თავად აქვთ ჩადენილი.