კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ყოფილი წევრი თამარ შიოლაშვილი სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინებს აქვეყნებს
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ყოფილი წევრი თამარ შიოლაშვილი სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინებს აქვეყნებს. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა, რომელიც როგორც მიმოწერებიდან ჩანს გავლილია პარტიაშიც, ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს.