არჩევნების შედეგებმა რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკა შეაცვლევინა
არჩევნების შედეგებმა რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკა შეაცვლევინა. მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. ზურაბიშვილი არჩევნებამდე ზუსტად ოთხი დღით ადრე ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ ელექტრონული ტექნოლოგია სანდოა, დაცულია და პასუხისმგებელი საერთაშორისო კომპანია საკუთარ რეპუტაციას საქართველოს არჩევნების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს. თუმცა არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია რადიკალურად შეცვალა და საუბარი გაყალბებაზე დაიწყო.