მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს - ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება
მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას 23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართავს. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. გადამწყვეტ არჩევნებამდე 5 დღით ადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსახლეობას საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
