საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენო ინსპექტირების სისტემების გადმოცემის ცერემონია გაიმართა
საქართველო სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენო ინსპექტირების სისტემების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოი ციენმა. სტუმრები საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე გაეცნენ ბარგის სკანირების პროცესს და საბაჟო პროცედურებს