სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები ესწრებოდნენ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები, გუნდთან ერთად ესწრებოდნენ. ტაძარში იმყოფებოდა თბილისის მერიც. პარალელურად, მცხეთაში დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.