ალექსანდრე ჭიკაიძემ ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო
ალექსანდრე ჭიკაიძემ ტვ პირველს სასამართლო დავა მოუგო. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანიას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივლა. საუბარია ტვ პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, სადაც საუბარია, რომ თითქოს ალექსანდრე ჭიკაიძე ეგრთწოდებულ ქოლცენტრების საქმეში იყო ჩართული. ტელევიზიას მორალური ზიანის ანაზღაურება და ეთერში გასული ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
