საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი საკუთარი ქმედებებით შეურაცხყოფას აყენებს თავის ამომრჩეველს. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი იყოს. თემაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ ოპოზიციაში . ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე ხელახალი იმპიჩმენტის შესახებ, არც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.