ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე კიდევ ერთხელ საუბრობენ მმართველ გუნდში
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე კიდევ ერთხელ საუბრობენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანონი სწორად უნდა იქნას გაგებული და არა ისე, რომ თითქოს ვინმეს უფლება იზღუდება. შეგახსენებთ, რომ ჯიმ ობრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო და აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დასაცავად.