გაყალბებული ფორმა 100
პაციენტ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100. „ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტ ეფექტში“ მუშაობს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია. გარდა ამისა, დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ სტომატოლოგმა დაწესებულების დირექტორის ხელმოწერა და ბეჭედი, შეთანხმების გარეშე გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ პაციენტი სააკაშვილი არ არის რეგისტრირებული „დენტეფექტის“ სტომატოლოგიური პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალში, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ არის აღრიცხული სპეციალურ ჟურნალში. დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ გოგიბერიძესთან კომუნიკაცია ჰქონდა გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძეს, რომლებიც ექიმს სთხოვდნენ შეეფასებინა, მიხეილ სააკაშვილის პირის ღრუს მდგომარეობა. ფორმა 100 არა კანონიერი გზით გაცემის საკითხი, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა