ოჯახური ღირებულებების კანონი
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი გამოქვეყნებიდან ორ თვეში, ძალაში შევა. სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, პროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. ზურაბიშვილის უარი კი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ის ოპოზიციასთან ერთად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას. კონკრეტულ არგუმენტებზე არ საუბრობს ოპოზიცია და კითხვაზე რატომ არ დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას, პასუხად ბოიკოტს იშველიებენ