ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მიღებული პროექტის გამო კი, საქართველოზე შეტევები გრძელდება. ამჯერად გერმანიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. ოლაფ შოლცის თქმით, პროპაგანდასთან ბრძოლა ადამიანის ძირითად უფლებებს არღვევს.