ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია. მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად ყველა მიმართულებით გზის გაწმენდა უმოკლეს დროში მოხდა. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, რის გამოც დასახლებების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.