ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა , პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ , განათლების მინისტრმა , ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა. მათი თქმით, ეს არის უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში, სადაც თანამედროვე, მაღალი დონის განათლების მისაღებად ყველა პირობაა შექმნილი და რომლის დაარსებაც , ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცენდენტო მასშტაბის ქველმოქმედებაა.