დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ ხელმძღვანელმა და ილიაუნის პროფესორმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა
„ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაციის „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნინო შველიძე, რომელიც მათიკაშვილს მიუნხენის აეროპორტში დაესხა თავს, ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. ბლაუველთი ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. როგორც ილიაუნის ვებგვერდზეა მითითებული, ის „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით” საქმიანობს