ლაშა ბაქრაძეს ახსნა-განმარტების დაწერა და ბოდიშის მოხდა მოუწია
ლაშა ბაქრაძეს ახსნა-განმარტების დაწერა და ბოდიშის მოხდა მოუწია. ნაცმოძრაობის წევრი ლიტერატურული მუზეუმის მოქმედი თავმჯდომარეა, სწორედ ამ სტატუსის გამო კულტურის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოესმინა. ის სამინისტროში დაიბარეს. საქმე ეხება ბაქრაძის უცენზურო, შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენის გამოყენებას. ინტელექტუალად ცნობილმა ბაქრაძემ, „ქართული ოცნების“ ქალი პოლიტიკოსები უხამსი ეპითეტით მოიხსენია.