რადიკალებად შენიღბული ე.წ რიგითი მოქალაქეები
რადიკალებად შენიღბული ე.წ რიგითი მოქალაქეები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი რიგით მოქალაქედ გაასაღა. თუმცა აღმოჩნდა, რომ „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძეა. დეპუტატის თქმით, რადიკალი მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა, ამას კი ტელეფონით, შველიძის მეუღლე იღებდა. დავით მათიკაშვილი წერს, რომ რადიკალიზმი ღუპავს ადამიანს, ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც წყალტუბოში მოხდა.