ჯოზეფ ბორელი დასავლეთს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთში გამოყენების აკრძალვის მოხსნისკენ მოუწოდებს
ჯოზეფ ბორელი დასავლეთს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთში გამოყენების აკრძალვის მოხსნისკენ მოუწოდებს. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, უკრაინას უფლება უნდა ჰქონდეს გაანადგუროს რუსული შეიარაღება იქ, საიდანაც ისინი ისვრიან. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. ბორელის თქმით, დღის წესრიგის პირველი პუნქტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით უკრაინის დახმარების საკითხია. ჯოზეფ ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ამ დრომდე არ მიუღია ევროკავშირის მიერ მისთვის გამოყოფილი 6 მილიარდი ევრო, რადგან მის გადაცემას ევროკავშირის წევრი უნგრეთი ეწინააღმდეგება.
