ოპოზიციური პარტიების დაფინანსება რომ გაუმჭვირვალეა, ეს ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა
ოპოზიციური პარტიების დაფინანსება რომ გაუმჭვირვალეა, ეს ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ამავე მონიტორინგის თანახმად, ამ პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდებოდეს, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამის გათვალისწინებით, ყველა საარჩევნო სუბიექტს 31 აგვისტომდე აქვს დრო იმისთვის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია წარადგინოს. ოპოზიციის ნაწილი ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგებს არ ენდობა, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია დაფინანსების შესახებ ინფორმაციას შეგნებულად მალავს.
