ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა
ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართული ოცნების დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მომავლის ბედი წყდება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა და მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი.