„ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ
დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ. პირველი ღონისძიება მცხეთაში გაიმართება, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები, ასევე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და „ქრონიკა“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.