აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია მმართველი გუნდისთვის
აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია მმართველი გუნდისთვის. არსებობს არაერთი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. „ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელ ქმედებებზე, თვეებით ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენაზე, საზღვრების დადგენაზე, კოდორის და ზემო აფხაზეთის საკითხზე. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას
