გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება გასცა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება გასცა. კვლევით დადგინდა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად თავსებადია. სააგენტომ, პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ „ტერმინალ ერთსა“ და „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, ნავმისადგომზე ტანკერების გადაადგილება არ შეიზღუდება. ასევე, დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ტერმინალის ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის